free simple website templates
Mobirise

კომპანიის შესახებ

შპს სახანძრო ექსპერტიზის ბიურო შეიქმნა 2018 წელს და ის წამოადგენს აკრედიტებულ A კატეგორიის ინსპექტირების ორგანოს. კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამშენებლო ობიექტების პროექტების საქართველოში მოქმედი ნორმებისა და სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება და ინსპექტირება. მათ შორის სახანძრო უსაფრთხოების ნაწილიში.

Mobirise
Mobirise

მაღალი სამუშაო სტანდარტის დაცვითა და პროფესიონალთა გუნდის ჩართულობით, ორგანიზაციამ 2020 წელს მოიპოვა ISO/IEC 17020:2012/2013- ის სტანდარტის სახელმწიფო აკრედიტაცია.
შპს სახანძრო ექსპერტიზის ბიურო დაკომპლექტებული არის დიდი გამოცდილებისა და მაღალი კომპეტენციის მქონე პროფესიონალებით, რომელთა მოღვაწეობა სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მოიცავს მრავალწლიან პერიოდს.

კომპანია აკრედიტებულია შემდეგ სფეროში : სამშენებლო პროექტის (შენობის და ნაგებობის) ან პროექტის ნაწილის მოქმედ დოკუმენტებთან შესაბამისობა/ინსპექტირება. მათ შორის სახანძრო უსაფრთხოების ნაწილი.
ასევე
ობიექტის ან მისი ნაწილის ტექნიკური მდგომარეობის, შესრულებული სამშენებლო, სარემონტო, სამონტაჟო, სადემონტაჟო, სარეკონსტრუქციო, სარესტავრაციო სამუშაოების ინსპექტირება (სახანძრო უსაფრთხოების ნაწილი)
.

Mobirise

კომპანიის ტექნიკური სამსახური აღჭურვილი არის თანამედროვე ხელსაწყოებითა და აპარატურით, რაც საშუალებას აძლევს, დამოუკიდებელ ექსპერტ/შემფასებლებს, უმაღლეს დონეზე მოახდინონ სპეციფიკური ტექნიკური ტიპის ექსპერტიზა.