free website templates

კომპანიის მისია და მიზანი


თანამედროვე კაცობრიობა დგას უამრავი გამოწვევების წინაშე. გამოწვევების დიდი ნაწილი დაკავშირებული არის ადამიანის სიცოცხლის უსაფრთხოებასთან. მასზე გამკლავება კი მოითხოვს ფიზიკურ, ინტელექტუალურ და ფინანსურ რესურსებს. 

მისია

იმ მდგომარეობაში, როდესაც გამოწვევები და სააფრთხეები იზრდება (მაღლივი შენობები, ენერგო ტევადი ობიექტები და ა.შ.) აუცილებელი არის მასზე სისტემური გამკლავება. ჩვენ მისიას წარმოადგენს ყველა იმ საფრთხის მინიმუმამდე დაყვანა, რაც ადამიანის სიცოცხლეს აყენებს რისკის ქვეშ. შედარებით მარტივია იმუშავო იმ საფრთხეების პრევენციაზე, რომელთან ბრძოლის გამოცდილება და წესები არსებობს. სწორედ აღნიშნული წესების დაცვით შპს „სახანძრო ექსპერტიზის ბიურო“ და მთელი მისი გუნდი ცდილობს შეიტანოს საკუთარი წვლილი.

მიზანი

კომპანია ორიენტირებულია ადამიანის სიცოცხლის უსაფრთხოებზე. სიცოცხლის უფლება ადამიანის უპირველესი ფუნდამენტური უფლება არის და მის დასაცავად აუცილებელია ყველა არსებული გამოცდილების გათვალსწინება, ხოლო მისი პრაქტიკული განხორციელება, როგორც დარგის ექსპერტების, არის ჩვენი მთავარი მიზანი.